საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა

ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4559, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 353

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 214-ს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. 

ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4559, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 353.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button