საზოგადოება

თბილისმა მხარი დაუჭირა: სომხებმა შეძლეს თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნება საქართველოს გავლით

საქართველოში ყველა საორგანიზაციო საკითხები თავის თავზე აიღო სომხეთის საელჩომ. მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სახლში.
ერევანი – Sputnik. სომხეთის მოქალაქეებმა შეძლეს თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნება საქართველოს ტერიტორიის გავლით. ამის შესახებ იტყობინება საქართველოში სომხეთის საელჩოს პრესსამსახური.
”საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლებელი გახდა თურქეთიდან სომხეთის 73 მოქალაქის დაბრუნება  საქართველოს ტერიტორიის გავლით”, – ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის მოქალაქეები თურქეთიდან ორი ავტობუსით გაიყვანეს. იმავდროულად, ქართულ მხარესთან დაკავშირებული ყველა საორგანიზაციო საკითხი სომხეთის საელჩომ თავის თავზე აიღო – შეხვედრა, საკვებით და პირველი საჭიროების საგნებით უზრუნველყოფა, ისევე როგორც მეგზურობა ,,ბაგრატაშენის“ საგუშაგომდე სომხეთ-საქართველოს საზღვარზე.
უნდა აღინიშნოს, რომ სამშობლოში დაბრუნება ადრე ორგანიზებული ჰქონდა საელჩოს იმ სომეხი მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ. მარტის ბოლოდან საქართველოდან სამშობლოში დაბრუნება ჩვენმა ოთხმოცდაოთხმა თანამემამულემ შეძლო.

ნახეთ მეტი
Back to top button