მთავარისაზოგადოება
სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 16 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა

10 აპრილის 11:00 საათის მდგომარეობით, სომხეთში აღირიცხა კორონავირუსული ინფექციის 16 ახალი შემთხვევა, ჯამში კი 937 . ამის შესახებ იტყობინება სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული მონაცემების თანახმად, კორონავირუსის 921 შემთხვევა აღირიცხა.
მთლიანობაში, კორონავირუსის 937 შემთხვევა დადასტურდა 10 აპრილს.
უარყოფითი შედეგი დაფიქსირდა 5160 ტესტში (ბოლო დღეს 258). ფაქტობრივად მკურნალობს 777 ადამიანი (ბოლო დღეს 4-ით გაზრდილია).
ბოლო მონაცემებით, 149 ადამიანი გამოჯანმრთელდა (ბოლო ერთ დღეში 11 ადამიანი), 11 ადამიანი გარდაიცვალა.