პოლიტიკა

პუტინის დარტყმა აზერბაიჯანელთა წინაპრებზე. ბაქოში დაბნეულები არიან

Lragir.am. ”ჩვენ დავამარცხეთ პოლოვიტები, პეჩენგები, ჩვენ დავამარცხებთ ამ ინფექცია კორონავირუსსაც”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 8 აპრილს რუსებისთვის გაგზავნილ მესამე შეტყობინებაში.
განცხადებამ დაბნეულობა გამოიწვია ბაქოში, სადაც პუტინის განცხადება საშიშად იქნა მიჩნეული. ისინი საშიშად მიიჩნევიან, რადგან პოლონელები, ოღუზები და პეჩენგები თურქულენოვანი ხალხები არიან, რომლებიც შუა საუკუნეებში შეიჭრნენ რუსეთის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანელები ოღუზებს თავიანთ წინაპრებად თვლიან.

ბაქოში აღნიშნავენ, რომ პუტინი ფაქტობრივად შეეხო აზერბაიჯანელთა წინაპრებს,  ეს ხალხი შეადარა ინფექციას. აზერბაიჯანელებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ ესარგებლათ ნჟდჰეს მიმართ რუსეთის ოფიციალურ დონეზე გაჟღერებული ,,ფაშისტის“ იარლიყით, სინამდვილეში, მათ მიიღეს გაცილებით ძლიერი სილა – ინფექცია.

მაგრამ პუტინის მიზანი აზერბაიჯანელები კი არ არიან. ბაქოში კითხვას სვამენ, პუტინის სიტყვის დამწერლებმა ნუთუ არ იცოდნენ, თუ რა შეურაცხოფას აყენებს მთელ ხალხებს, მათ შორის მათ, ვინც ჩამოთვლილთაგან წარმოშობითაა და დღემდე ცხოვრობს რუსეთში.

რა თქმა უნდა, მათ შეეძლოთ და, ალბათ, იცოდა, რომ სიტყვით გამოვიდა. სიტყვის ადრესატი, ალბათ,  ბაქო კი არაა, ეს პუტინისთვის ამ გაგებით, პატარა მისამართია, არამედ ანკარა. კერძოდ, ერდოღანის მრჩეველის ის განცხადება, რომ 25 მილიონი მუსლიმის დახმარებით გაანადგურებენ რუსეთს შიგნიდან. ეს გაჟღერდა იდლიბის კონფლიქტის დროს. სხვათა შორის, ეს კონფლიქტი საერთოდ არ დასრულებულა, კორონავირუსმა შეაჩერა პროცესი, მაგრამ დუღილი მიმდინარეობს.

მოსკოვში ამჯობინეს, რომ საჯაროდ არ შეემჩნიათ ერდოღანის საშინელი გაფრთხილება, რომელიც, ალბათ, უფრო საშინელია, ვიდრე ნებისმიერი სამხედრო საფრთხე, რადგან ეს ეხება რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან პროცენტს.
პუტინს რა თქმა უნდა ეს არ დავიწყებია და ალბათ არც დაავიწყდება. ამ თვალსაზრისით, ამჟამად არარსებული ხალხების ინფექციად მოხსენიება, რომელიც დაამარცხა რუსეთმა, მიმართული იყო სწორედ თურქეთის პრეზიდენტზე.

მთელი საკითხი მდგომარეობს იმაში, აქვს თუ არა პუტინს შესაძლებლობა და რესურსი შეეწინააღმდეგოს ერდოღანს ეგრეთ წოდებული მორალურ-პოლიტიკური პლატმორმიდან გაკეთებული პასუხის გარდა. გამოსვლა გამოსვლაა, ხოლო პოლიტიკა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, მეტყველებს სხვა რამის შესახებ. და თუმცა ქაღალდზე პუტინი იმარჯვებს თურქულ ინფექციაზე, პრაქტიკაში რუსეთი მიდის ამ ინფექციით ნაკარნახევი პოლიტიკური კალაპოტით, მინიმუმ მისთვის საციცოხლო სამხედრო-პოლიტიკურ ზონაში-კავკასიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button