ეკონომიკამთავარი

სომხეთისა და ბელორუსის ერთობლივი მიდგომა გაზთან დაკავშირებით აძლიერებს მათ პოზიციებს რუსეთთან მოლაპარაკებებში

News.am. ის ფაქტი, რომ სომხეთსა და ბელორუსს გაზის ფასების მიმართ საერთო მიდგომა აქვთ, აძლიერებს მათ პოზიციას რუსეთთან მოლაპარაკებებში. ამის შესახებ, გაზის საკითხთან დაკავშირებულ სომხეთ-რუსეთის მოლაპარაკებების დროს განაცხადა რუსეთის ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის ექსპერტმა იგორ იუშკოვმა.
”გაზპრომი დღეს ყველაზე მეტად დაინტერესებულია შიდა მიწოდებით. გაზის ფასები ევროპულ ბაზარზე 2020 წლის განმავლობაში ძალიან დაბალი იქნება, ამიტომ ლოგიკურია, რომ სომხეთი და ბელორუსი სთავაზობენ გაზის ფასის შემცირებას, რადგან ადრინდელი ფასი, რომელიც დაბალ დონედ ითვლებოდა, ახლა ევროპულ ბაზარზე არსებულ ფასზე მაღალია. რუსეთის მიერ გაზის ფასების შემცირება უნდა დაადასტუროს პუტინმა”,- აღნიშნა ექსპერტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button