მთავარისაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი საიმედოა: ჯანდაცვის მინისტრი

თუ ეს ტემპი შენარჩუნდება, 29 აპრილს დაახლოებით 3600 შემთხვევა გვექნება, ასეთი ჩანაწერი გააკეთა ფესბუქის საკუთარ გვერდზე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა.

„ჩვენი შემთხვევების განმეორებითი ციკლი უახლოვდება 10 დღეს. თუ ეს მაჩვენებელი შენარჩუნდება, 19 აპრილს გვექნება დაახლოებით 1 800 შემთხვევა, ხოლო 29 აპრილს  –  3600. დადებითი არის ის, რომ ბოლო 5 დღის ზრდის ტემპი უფრო ნელია, ვიდრე მთლიანად  10 დღე ერთად აღებული.

უარყოფითია ის, რომ ეს მცირე და შედარებითი  “მიღწევა” შეიძლება გაქრეს, თუ ჩვენ  “მოვადუნებთ ყურადღებას“  და  დავუბრუნდებით ჩვეულებრივ რიტმს და არ დავიცავთ იმ წესებს, რაც დავადების გავრცელებას ხელს უშლის“,-  წერს მინისტრი.

ნახეთ მეტი
Back to top button