
„გაზპრომს“ ჯერ პასუხი არ გაუცია სომხეთის ვიცე პრემიერის მიმართვაზე, რომლითაც მჰერ გრიგორიანი სთავაზობდა რუსეთის მხარეს დაწყებულიყო მოლაპარაკებები გაზის ფასზე. ამის შესახებ lragir.am საიტზე კომენტარს აქვეყნებს ანალიტიკოსი ჰაკობ ბადალიანი.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, შეკითხვას გაზის ფასზე პასუხს სცემს არა „გაზპრომი“, არამედ თვითონ პუტინი. „ვიმედოვნებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ჩაერევა“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
როგორც სომხეთის ოფიციალური მხარე აცხადებს, განიხილეს გაზის ფასის საკითხი. ხოლო კრემლის შესაბამის განცხადებაში გაზის ფასი მოხსენებულიც არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ კრემლისათვის ამ საკითხს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება თუ არა ეს იმასაც ნიშნავდეს, რომ კრემლს საერთოდ არ სურს ამ საკითხში ჩარევა და საკითხის გადაწყვეტა მიანდო „გაზპრომს“.
„გაზპრომ არმენიამ“ განაცხადი წარადგინა გაზის შიგა ფასების გაზრდისათვის. სომხეთის ვიცეპრემიერმა კი თქვა, რომ თუ შესძლებენ და გაზის ფასის საზღვრამდე 23 დოლარამდე გაიაფებას, მაშინ კომპანიის საქმიანობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი არ გახდება გაზის საფასურის შიგა გაძვირება.
პუტინის ჩარევის მოლოდინში, ნიკოლ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობისა და საზოგადოებისთვის გაუგებარია ამ ეკონომიკური კრიზისის პირობებში რუსეთის მხრივ გაზის საფასურის გაძვირება. საზღვარზე გაზის ფასის მომატება ნიშნავს, გაზის გაძვირებას ქვეყნის შიგნით.
ეს შეხედულებები გაზზე საკმაოდ ფარდობითია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეკონომიკური ლოგიკა პრაქტიკულად ყოველთვის ემორჩილება პოლიტიკას. რუსეთისთვის გაზი არის პოლიტიკა, რომლის თანახმად, რუსეთი მოელის სომხეთისაგან მაქსიმუმს გაზის ფასის შემცირებისათვის. აქ სომხეთის ამოცანა მდგომარეობს დამაჯერებელი ფაქტების წარდგენაში, ის რომ სომხეთისთვის გაზის მაქსიმალურად ძვირი მიყიდვის მცდელობამ, შეიძლება სერიოზული შედეგები მოიტანოს მოსკოვისთვის სტრატეგიული თვალსაზრისით.
თუ რუსეთი ეჭვობს სომხეთზე, ეჭვი სომხეთსაც აქვს რუსეთის მიმართ, ასე თქვა სომხეთის პრემიერ მინისტრმა თვეების წინ საფრანგეთში, ჟურნალ “ნუვლე დერმანთან” ინტერვიუში.
არის წრეები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ სომხეთის შესახებ ეჭვების შეგროვებაში. მათი სარბიელია სომხეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. უდავოდ, ისინი ცდილობენ მიაღწიონ ყველაზე ძვირადღირებულ გადაწყვეტილებას სომხეთისთვის. ეს მექანიზმი იმუშავებს მანამ, სანამ სომხეთი არ იპოვის იმ მეთოდს, რომელიც კრემლს დაანახებს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც სომხეთს ძვირი დაუჯდება, არანაკლები ეღირება რუსეთისთვისაც.
რუსეთის პოლიტიკამ ბოლო ასი წლის განმავლობაში ერევანს მნიშვნელოვანი არგუმენტები მისცა და მოვიდა დრო, როცა ისინი თანდათან ამოღებულნი უნდა იქნენ საცავიდან.