კულტურამთავარი

სომხური დუდუკი იუნესკოს სიაში დარეგისტრირდა 2008 წელს. გმკსს

ერევანი, არმენპრესი. სომხური დუდუკის მუსიკა ჯერ კიდევ 2005 წლიდან იუნესკომ გამოაცხადა კაცობრიობის ზეპირი და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ შედევრად. სომხური არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი სახელწოდებით “დუდუკი და მისი მუსიკა” შესულია იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სრ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.
”სომხური საკრავი დუდუკი და მისი მუსიკა არის სომხური ხალხური მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი დამახასიათებელი გამოვლინება, ის ფართოდ არის გავრცელებული და სიცოცხლისუნარიანია არა მხოლოდ საშემსრულებლო ხელოვნებაში, არამედ საზოგადოებაშიც – ოჯახებში, თემებში, სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციაში.
ბოლო წლების განმავლობაში, მრავალი პროგრამა განხორციელდა დუდუკის დაცვის, გადაცემისა და პოპულარიზაციის მიმართულებით, ტარდება ადგილობრივი და საერთაშორისო ფესტივალები, ფლეშმობი და სხვა ღონისძიებები.

ამის ერთ-ერთი მტკიცებულებაა ფლეშმობი ”მოდი იცეკვე ქოჩარი”, რომელიც საფრანგეთში, გრენობლში დაიწყო, და რომელიც წელს ეძღვნება დუდუკს (გარგარის) სომხურ საკრავს. მიზანი ნიჭიერ მედუდუკეთა გამოვლენა და მსოფლიოსთვის სომხური დუდუკის მუსიკის გაცნობაა.

იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში 2021 წელს დარეგისტრირების მიზნით იუნესკოს 2003 წლის,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციის ორი წევრმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა, წარადგინეს ერთობლივი განაცხადი სახელწოდებით „ბალაბანის საშემსრულებლო ხელოვნება და ხელოსნობა“. ბალაბანის სახელწოდების მქონე მუსიკალური ინსტრუმენტის შესახებ განაცხადი აზერბაიჯანის მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს წარედგინა იუნესკოს დასარეგისტრირებლად, ხოლო პროცესი შეჩერდა და მომლოდინე განაცხადების სიაში იყო. იგი  იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორის კომიტეტს წარედგინება მხოლოდ 2021 წელს, იმ შემთხვევაში, თუ ის დაიმსახურებს კონვენციის შემფასებელი ორგანოს დამოუკიდებელი ექსპერტების დადებით შეფასებას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონვენციის თანახმად, ამა თუ იმ ქვეყნის მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში რაიმე ელემენტზე განაცხადის რეგისტრაცია არ გულისხმობს ამ ელემენტის მიმართ საკუთრების უფლებას. ნუსხაში ელემენტის რეგისტრაციისას, ხდება მოცემულ ქვეყანაში (ან მრავალეროვანი განაცხადების შემთხვევაში – მოცემულ ქვეყნებში) თემების, ჯგუფების ან ინდივიდუალური მატარებლების მიერ მოცემული ელემენტის კულტურული გამოვლინებების, მახასიათებლების და სიცოცხლისუნარიანობის აღიარება“,-აღნიშნულია  განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button