საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: უცხოეთიდან სამშობლოში 5,5 ათასზე მეტი თანამემამულე დაბრუნდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო  კორონავირუსის პანდემიის პირობებში უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად აქვეყნებს.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  საქართველოში მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან 5 540 ათასი თანამემამულე დაბრუნდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათგან 3 443 სამშობლოში საჰაერო გზით დაბრუნდა, 1811 – სახმელეთო, 286 კი საზღვაო გზით. 

რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყენაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, 13 აპრილის მონაცემებით, საელჩოებმა დახმარება 4 051 თანამემამულეს აღმოუჩინეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო  კორონავირუსის პანდემიის პირობებში უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად აქვეყნებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სპეცრეისები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესების სრული შესაბამისობით ხორციელდება და  საქართველოში დაბრუნებული ყველა მგზავრი 14–დღიან სავალდებულო კარანტინს გადის.

საქართველოს მთავრობის დავალებით, ევროპიდან სამშობლოში თანამემამულეების დაბრინების მიზნით, სპეცრეოსებს ავიაკომპანია Georgian Airways–ი ასრულებს.

ნახეთ მეტი
Back to top button