სომხეთიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს კიდევ 167 მოქალაქე

13 აპრილი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს კიდევ 167 მოქალაქე. როგორც იუწყება “არმენპრესი”, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სომხური მხარის მხარდაჭერით, 13 აპრილს, 167 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ სომხეთიდან საქართველოში გადმოვიყვანეთ 576 მოქალაქე. საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სომხეთის ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის”,- აღნიშნულია განცხადებაში.
13 აპრილს გამართულ სპეციალურ სხდომაზე სომხეთის მთავრობამ მიიღო რესპუბლიკაში 2020 წლის 16 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის 2020 წლის 14 აპრილის, 17:00 საათიდან 30 დღით, 2020 წლის 14 მაისის 17:00 საათამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება. ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვის რეჟიმია.