საზოგადოება

საქართველოს გავლით სომხეთის მოქალაქეები სუდანიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, სუდანიდან სომხეთის რვა მოქალაქე სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნდა, იუწყება  „Sputnik სომხეთი“

 „ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად, 13 აპრილს სუდანის დედაქალაქიდან სომხეთის რვა მგზავრის თბილისში ჩამოყვანა გახდა შესაძლებელი. შემდეგ, მთავრობის მხრიდან მიღებული სპეციალური ნებართვის წყალობით, მოქალაქეების სომხეთში მიკროავტობუსით გადაყვანა განხორციელდა“, – ნათქვამია საქართველოში სომხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩომ  თანამემამულეების საქართველო–სომხეთის საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ბაგრატაშენამდე“ გადაადგილების კოორდინირება მოახდინა.
ბოლო მონაცემებით სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1039–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 211, დაიღუპა 14 პაციენტი. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 814 ადამიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button