მთავარისაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 296-მდე გაიზარდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა

,,პირველი არხის” ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მონაცემები საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​296 დადასტურებული შემთხვევიდან 68 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია  4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  434.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ნახეთ მეტი
Back to top button