
News.am. მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, და მან გარკვეულწილად იმოქმედა სომხეთზე. ამის შესახებ, 13 აპრილის სხდომაზე, წარმოადგინა რა მთავრობის გადაწყვეტილება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ, განაცხადა ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტიგრან ავინიანმა, უპასუხა რა პარტია “აღორძინებული სომხეთი”-ს ეროვნული ასამბლეის საპარლამენტო ფრაქციის მდივნის არმან აბოვიანის შეკითხვას, თუ რა საშუალება უნდა იღონონ მოქალაქეებმა, ვისაც შემოსავლები არ აქვთ, მაგრამ რომლებმაც ამავე დროს პროცენტი გადაიხადეს სესხებზე.
ამავდროულად, ვიცე-პრემიერის თქმით, ხშირ შემთხვევაში კრიზისი არ არის დაკავშირებული ქვეყანაში მოქმედ შეზღუდვებზე. ”მსოფლიოში სიტუაცია ისეთია, რომ ვერ ვხედავთ არც ეკონომიკურ ზრდას და არც ტურისტების ნაკადს. ნათელია, რომ კვების სერვისსა და სასტუმროს ბიზნესს ამ შეზღუდვების შემოღებამდე სერიოზული პრობლემა შეექმნა”,- განმარტა კომენდანტმა.
თავის მხრივ, პარლამენტის სპიკერმა არარატ მირზოიანმა დასძინა, რომ ამჟამად 320 ათასზე მეტმა ფიზიკურმა პირმა მიიღო საერთო ჯამში 12 მილიარდი დრამი საკრედიტო შვებულება. ამავდროულად, ეროვნული ასამბლეის სპიკერის განცხადებით, კიდევ 6,600 იურიდიულ პირს მიეცა 28 მილიარდი დრამი საკრედიტო შვებულება.