პოლიტიკა

ტერიტორიების დათმობა ჩვენს დღის წესრიგში არ შედის: არაიკ ჰარუთიუნიანი

აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტისა  და უსაფრთხოების საკითხის ირგვლივ პირველი ტელედებატისას  არაიკ ჰარუთიუნიანმა  თქვა, რომ „ დათმობის უფლება არ გვაქვს.   თუ მშვიდობა გვინდა, მზად უნდა ვიყოთ ომისთვის. უნდა გვყავდეს ძლიერი არმია და  არცახის დამოუკიდებლობა ეჭვის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ. ამის შესახებ წერს „aravot.am“

ჟურნალისტის  კითხვაზე, თუ  თუ კერძოდ  რა ნაბიჯებია საჭირო ძლიერი არმიის ყოლის, დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისა და  არცახის უსაფრთხოების  უზრუნველუოფისათვის, არაიკ ჰარუთიუნიანმა უპასუხა, რომ „უპირველეს ყოვლისა უნდა შევიგნოთ, რომ  ჩვენი მშვიდობის ერთადერთი გარანტია  ჩვენი არმიაა. ხოლო არმიის შეიარაღება ჩვენი  ძირითადი სტრატეგიული ამოცანა  ხდება.  უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელი არმიის შეიარაღების თვალსაზრისით გადამწყვეტი იყო. დიდი რაოდენობით იარაღი და სამბრძოლო მასალა იქნა შეძენილი, ხოლო ის ინფორმაცია, რომელიც  მე გამაჩნია, უფლებას მაძლევს განვაცხადო, რომ 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ  არა თუ აღვადგენთ ბალანსს, არამედ  მოვიპოვებთ უპირატესობასაც.  რა თქმა უნდა,  საიდუმლო არ არის, რომ ყველაფერი ეს უნდა გაკეთდეს სომხეთის მთავრობასთან ერთად.  მივესალმები იმ პროგრამას, რომელიც სომხეთის მთავრობას გააჩნია შეიარაღების, მოსამსახურე პერსონალის სოციალური და  საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების სფეროში.  ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანათაგანია ძლიერი და მცოდნე სარეზერვო ნაწილის ყოლა.

რაც შეეხება მოლაპარაკების მსვლელობას, სტეფანაკერტის, არცახის მხარის მონაწილეობის გარეშე, მოლაპარაკების პროცესს რაიმე ამონახსნი არ შეიძლება გააჩნდეს,  თქვა  არაიკ ჰარუთიუნიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button