პოლიტიკა
2020 წლის პირველ კვარტალში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალებმა აღკვეთეს საზღვრის დარღვევის 20 მცდელობა

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის განმავლობაში, სომხეთის ეუს-ის სასაზღვრო ძალებმა აღკვეთეს სახელმწიფო საზღვრის დარღვევის 20 მცდელობა. გახსნილია სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის 13 შემთხვევა 29 ადამიანის მონაწილეობით. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს სომხეთის რესპუბლიკის ეუს პრეს-ცენტრი.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებში ნაპოვნი და პოლიციისათვის გადაცემული იქნა 319 ძებნილი პირი.