Dior- ი – „ეს ქეზ სირუმ ემ“

ჟურნალ “Vogue” – ს იტალიური ვერსიის აპრილის ნომერში განთავსებულია Dior-ის ახალი კოლექციიდან ერთი კაბის ესკიზი, რომელზედაც მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე წარწერილია „მე შენ მიყვარხარ“. წინა პლანზე თვალში გვხვდება სომხური წარწერა: «Ես քեզ սիրում եմ»- „მე შენ მიყვარხარ“.
„სიყვარულმა არ იცის საზღვრები, ეს არის უნივერსალური, ისევე როგორც ყველა ის ენები, რომელზედაც ლაპარაკობენ Dior-ის სტუდიაში. ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ერთსა და იმავე სამყაროს ვეკუთვნით. ”- წერს Dior-ის შემოქმედებითი დირექტორი მარია გრაზია კიური თავის კომენტარში.
პირველად ისტორიაში, “Vogue Italia” – ს აპრილის ნომრის გარეკანი მთლიანად თეთრია. ამ გზით, გაზეთს სურს გამოხატოს თავისი პატივისცემა ექიმებისა და მედდების მიმართ, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად.
„პირველ რიგში, თეთრი ეს არის პატივისცემა, ეს ხელახლა დაბადებაა, ეს არის შუქი სიბნელის შემდეგ, თეთრი არის იმ უნიფორმის ფერი, ვინც იბრძვის ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად“,- წერს ჟურნალის მთავარი რედაქტორი ემანუელ ფარნეტი.