მთავარიპოლიტიკა

ბათუმის პორტი სომეხმა იყიდა? რა კავშირი აქვს „რუსთავი 2“ -ის ხელმძღვანელს გარიგებასთან? ვასაძე დეტალებს წარმოგიდგენთ

1in.am. გასული წლის დეკემბერში, გაზეთ „ჟამანაკში“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბათუმის პორტი გასაყიდად გამოიტანა. გაყიდვის ფასი 600 მილიონი დოლარი იყო. ამ ინფორმაციის თანახმად, სომხეთის სხვადასხვა წრეები ცდილობდნენ  ფონდების მოძიებას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდებოდა ნავსადგურის შეძენა, რაც უზრუნველყოფდა საქონლის შეუფერხებლად გადაზიდვას სომხეთში. განხილული იყო სააქციო საზოგადოების შექმნის იდეაც კი, რომლის ნაწილიც შეიძლება გამხდარიყვნენ დიასპორელი ბიზნესმენები, თუმცა საქმის თავმოსაბმელად საჭირო იყო, რომ ვიღაცას უნდა ჩაედო საწყისი დიდი თანხის ინვესტიცია, რომელიც იმ დროისთვის არ იყო. მოგვიანებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უარყო ჩვენი ინფორმაცია ბათუმის ნავსადგურის შესაძლო გაყიდვის შესახებ, შემდეგის განცხადებით: ”ბათუმის ნავსადგური 49 წლის განმავლობაში მართვის უფლებით იჯარით გადაეცა კომპანია ,,ბათუმის ნავთობის ტერმინალს”.

ამ დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმის პორტი იყიდა წარმოშობით სომეხმა, მისი უწინდელი საქმიანობით უცნობმა ბიზნესმენმა არამ გალსტიანმა. ქართველმა პოლიტოლოგმა გელა ვასაძემ, რომელიც დაიბადა ბათუმში, ,,პირველ ახალ ამბებს“ ინფორმაციასთან დაკავშირებით დეტალები მიაწოდა.
”ვინაიდან თავად ვარ ბათუმიდან და ერთ დროსაც ამ შესანიშნავი ქალაქის ხელმძღვანელობაში ვიყავი, რა თქმა უნდა, ძალიან მაინტერესებს ყველაფერი, რაც იქ ხდება. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ სომეხმა იყიდა ბათუმის ნავსადგური, ეს იმ ანეგდოტის მსგავსია, რომ რაბინოვიჩმა მოიგო ვოლგა. პირველ რიგში, რაბინოვიჩმა კი არა, არამედ ალპეროვიჩმა, მეორე, მან კი არ მოიგო, არამედ იყიდა, და მესამე,  ვოლგა კი არა, არამედ ჟიგული ”.

დეტალურად, ვასაძემ აღნიშნა: ”აი თუ რა მოხდა სინამდვილეში. საუბარია ნავთობის ტერმინალზე, რომელიც ეკუთვნის კომპანია “ტერმინალი 1”-ს, რომელსაც ქირაობს სომეხი მეწარმე არამ გალსტიანი. როგორც ვიცი, ამ ტერმინალს იყენებს კომპანია “City Petrol Service” რუსეთიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების მიწოდებისთვის. ასევე დაგეგმილია ნავთობპროდუქტების მიწოდება თურქმენეთიდან”.

ჩვენმა თანამოსაუბრემ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს ტერმინალის მოდერნიზაციისთვის  სამუშაოები ჩატარდა, და ,,საქართველოს რკინიგზასთან“ გაფორმდა ხელშეკრულება რკინიგზის გამოყენების შესახებ. ”საინტერესოა ის ფაქტი, რომ რეესტრის ამონაწერის თანახმად, კომპანია ”ტერმინალი 1 ”-ს ხელმძღვანელობს პაატა სალია. ეს სახელი და გვარი ემთხვევა იმ ადვოკატის სახელს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ხელმძღვანელობს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ს, საქართველოს მთავარ ოპოზიციურ ტელეარხს. ამ გადაწყვეტილების შედეგად, მან შეწყვიტა ოპოზიციური მიმართულება. გამოდის, რომ კომპანია ძალიან ახლოს არის საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან. ეს არის მთელი ისტორია”.

ნახეთ მეტი
Back to top button