
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოთა ლიდერები ყველა სახელმწიფოს მოუწოდებენ პანდემიის პირობებში შეწყვიტონ ყველა სახის შეიარაღებული კონფლიქტი. ამის შესახებ ნათქვამია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფორუმზე მიღებულ განცხადებაში, რომელიც ჩატარდა ვიდეოფორმატით.
”ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს ხელი შეუწყონ საერთაშორისო თანამშრომლობას, გაამყარონ ნდობა, დაასრულონ შეიარაღებული კონფლიქტები, სავაჭრო ომები, ცალმხრივი ფინანსური და ეკონომიკური სანქციები და დაიცვან საერთაშორისო სამართალი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მხარს უჭერენ საერთაშორისო თანამეგობრობას და მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობას, საქონლის გადაადგილების თავისუფლების პრინციპის დაცვას, მათ შორის განსაკუთრებული საქონლის, საკვების, სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების, პირადი დამცავი მოწყობილობების ჩათვლით.
”ჩვენი სახელმწიფოების მიერ მიღებული ოპერატიული და სისტემური ზომები მიზნად ისახავს COVID-19 ეპიდემიის გავლენის შემცირებას ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაზე და საერთო ეკონომიკური სივრცის საქმიანობის განმტკიცებას. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნების მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები იძულებითი ზომებია და მოხსნილი იქნება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის აღმოფხვრის შემდეგ“.
ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, რომ გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა კოროვირუსული ინფექციის წინააღმდეგ.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები მტკიცედ არიან დარწმუნებულნი, რომ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლამ არ უნდა გამოიწვიოს დამყარებული თანამშრომლური კავშირების გაწყვეტა, საერთაშორისო ვაჭრობის გაყინვა და საინვესტიციო საქმიანობის შეწყვეტა.