მთავარისაზოგადოება

ვერც ერთი ვირუსი სომხეთ-საქართველოს მეგობრობას ხელს ვერ შეუშლის (ვიდეო)

ქალაქ ერევნის მხითარ სებასტაცის სახელობის საგანმანათლებლო კომპლექსი  იმ მცირერიცხოვან სასწავლო დაწესებულებათა რიგს მიეკუთვნება, სადაც   საშუალო,  უფროსი კლასისა და კოლეჯის მოსწავლეები სწავლობენ ქართულ ენასა დალიტერატურას, გარდა ამისა   საქართველოს ისტორიასა და კულტურას.  აქ 2009 წლიდან ქართული ენის სწავლებას სათავეში უდგას ნიჭიერი პედაგოგი რინა შაგინიანი.  საგანმანათლებლო კომპლექსი კი გამოირჩევა მეტად საინტერესო პროექტებით. დღეს მინდა გამოვყო ერთ-ერთი მათგანი:  ეს არის „სომხურ-ქართული საგანმანათლებლო ხიდი“.

  „ყოველწლიურად, დაწყებული 2012 წლიდან  ჩვენ ვმასპინძლობთ თბილისის 98-ე სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებით კოლექტივს, სკოლის დირექტორის  გიორგი მომცელიძის ხელმძღვანელობით. სხვათა შორის  ჩვენი მეგობრობისა და თანამშრომლობის ინციატორიც თვითონ ბატონი გიორგი ბრძანდება.  სამი დღის განმავლობაში ჩვენ ვტკბებით ქართული ენით, ქართული ცეკვა-სიმღერითა  და თუნდაც უბრალო ადამიანური ურთიერთობებით. ჩვენი შეხვედრა ეს დიდი საზეიმო ღონისძიებაა თითოეული ჩვენთაგანისათვის“, – წერს მხითარ სებასტაცის საგანმანათლებლო კომპლექსის დირექტორი აშოტ ბლეიანი სასწავლო დაწესებულების ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

წლევანდელი  წელი მათ  ცხოვრებაში განსაკუთრებული იყო. კორონავირუსის გამო მათი შეხვედრა  შეუძლებელი გახდა, მაგრამ გამოსავალი იპოვეს, ღონისძიება შედგა ვირტუალური რეჟიმით, ტელეხიდის საშუალებით. ამ ორმა საგანმანათლებლო კერამ ერთად აღნიშნეს ქართული ენის დღე  და როგორც აღნიშნავს  ბატონი აშოტ ბლეიანი „არც ერთ ვირუსს, არც ერთ  ბაცილას არ ძალუძს ხელი შეუშალოს სომხურ – ქართულ მეგობრობასა და კეთილმეზობლობას“.

წარმოგიდგენთ ვიდეოჩანაწერს:

ნახეთ მეტი
Back to top button