კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობს 50 კაცი: ნუბარ აფეიანი

კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც შეიქმნა სომეხი ბიზნესმენის, ქიმიკოსისა და მეცნიერის ნუბარ აფეიანის კომპანია Moderna- ს მიერ, პირველად შემოწმდა 17 მარტს. ვაქცინას აფინანსებს სიეტლში ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი.
რადიოსადგურ „თავისუფლების“ კორესპოდენტი ესაუბრა ნუბარ აფეიანს, სადაც მან თქვა, რომ „ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობს 50 კაცი. შემდეგ დაიწყება გამოცდის მეორე ეტაპი, სადაც ჩვენ განვსაზღვრავთ დოზირებას და გვეცოდინება, თუ რომელი დოზაა უფრო ეფექტური. ჩვენ მოველით, რომ გაზაფხულის ბოლომდე გვექნება შედეგები. ამჟამად ჩვენ საკმაო მტკიცებულებები გაგვაჩნია ვივარაუდოთ ჩვენი წამოწყების დადებით შედეგებზე“, -თქვა აფეიანმა.
როგორც აფეიანმა აღნიშნა მისი კომპანია სხვადახვა სახის პროექტებს ახორციელებს. აქ მიმდინარეობს 16 სხვადასხვა მედიკამენტის გამოცდა, მაგრამ ამ ეტაპზე დანარჩენი პროექტები შეჩერებულია, რადგანაც მათ მიაჩნიათ, რომ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ მეტად საჩქარო და აუცილებელია.