საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არანჩა გონსალეს ლაიასთან

საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არანჩა გონსალეს ლაიასთან. ამის შესახებ NEWS.am- ს აცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა.
სომხეთისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დეტალური მოსაზრებები გაცვალეს ეროვნულ დონეზე გადადგმული ნაბიჯების შესახებ ახალი ტიპის კოროვირუსების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. სომხეთის მთავრობის სახელით, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა სამძიმარი გამოუცხადა არანას გონსალეს ლაიას, ეპიდემიის გამო გამოწვეულ მსხვერპლთან დაკდავშირებით და მხარდაჭერა გამოუთქვა ესპანეთის ხალხს, კორონავირუსის რაც შეიძლება მალე გადალახვაში.
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა მადლობა გადაუხადა ესპანეთის ხელისუფლებას სომხური საზოგადოებისადმი მათი მზრუნველი დამოკიდებულების გამო ამ უკანასკნელის წინაშე მდგარი პრობლემების გადასაჭრელად.
მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობა ახალი ტიპის კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის ევროკავშირის პროგრამებისა და ინიციატივების საშუალებით.
ორმხრივი დღის წესრიგის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი მზადყოფნის გაძლიერებას და სხვადასხვა სფეროში სომხეთ-ესპანეთის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.