პოლიტიკა

საქართველომ მეტად მკვეთრი რეაგირება მოახდინა მთიანი ყარაბაღის არჩევნებთან დაკავშირებით: პარტია „ჩემი ნაბიჯი“

31 მარტს  საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა არცახში  (მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა), რომლითაც მთიანი ყარაბაღის ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავისუფლად ცხოვრების მათი უფლება. ამის შესახებ მმართველი ბლოკის  ”ჩემი ნაბიჯი” დეპუტატმა შირაკ თოროსიანმა  სომხეთის ეროვნული ასაბლეის საპარლამენტო საათის მსვლელობისას.  

კერძოდ, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.  „ეს იმის მაჩვენებელია, რომ არცახის  მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად აირჩიონ პრეზიდენტი თავიანთ ქვეყანაში და იცხოვრონ უსაფრთხოდ“, – თქვა პარლამენტარმა. თოროსიანმა თქვა,  რომ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებლებისა და  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შეფასებები დადებითი იყო.

როგორც თოროსიანმა თქვა,  თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ცნობენ ამ არჩევნების შედეგებს მთიანი ყარაბაღის მომავალი სტატუსის გამო,   აღიარებენ ხალხის როლს მათი მომავლის არჩევის საკითხში. „ბევრმა ქვეყანამ ასევე დადებიდათ დაახასიათა არჩევნები. უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოს პოზიცია ძალიან მკვეთრი იყო, სადაც ნათქვამია, რომ იგი არ ცნობს მთიან ყარაბაღში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა სომეხმა დეპუტატმა.

თოროსიანის აზრით ასეთი პოზიცია საქართველოში წარმოჩნდა  2008 წლის ომის შემდეგ, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ასევე გამოხატავს მსგავს პოზიციას აფხაზეთის არჩევნებთან დაკავშირებით. ”თუმცა, ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, ჩვენ საქართველოსთან მივაღწიეთ ურთიერთობათა ახალ დონეს. მანამდე ძალიან ბევრ საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო  და სომხეთი ხმას ერთმანეთის წინააღმდეგ აძლევდნენ. უფრო მეტიც, სომხეთმა იპოვა ძალა და გამოხატა ძალიან თავშეკავებული პოზიცია აფხაზეთის არჩევნებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები იპოვნებენ ძალას და თავშეკავებას მოცემულ საკითხთან  დაკავშირებით“, – დაასკვნა თოროსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button