საქართველო აჯარიმებს სომეხ მძღოლებს, რომლებიც არღვევენ საკარანტინო რეჟიმს

21: 00-06: 00 საათის ინტერვალში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულია კომენდანტის საათი, და სატვირთო ავტომმანქანების მძღოლებს ეკრძალებათ ავტომანქანის დატოვება.
ერევანი – Sputnik. საქართველოში კოროვირუსული ეპიდემიით განპირობებული შეზღუდვების დარღვევის გამო სატვირთო ავტომანქანების სომეხი მძღოლები დაჯარიმდნენ 465,000 დრამით.
ინფორმაციას აწვდის საქართველოში სომხეთის საელჩო, მძღოლებს მოუწოდებს რა დაიცვან ამ ქვეყანაში მოქმედი წესები.
”უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის მოქალაქე ზოგიერთმა მძღოლმა უკვე დაარღვია ზემოხსენებული ბრძანება და დააჯარიმეს. ამჟამად საელჩო სამართლებრივ დახმარებას უწევს სრ მოქალაქეებს, ჯარიმების გაუქმების ან განსაზღვრული შერბილებისთვის“,-აცნობებს საელჩოს ფეისბუკის გვერდი.
საელჩო ახსენებს იმასაც, რომ საქართველოს გავლით გამგზავრებულ მძღოლებს არ აქვთ უფლება 3 ადამიანზე მეტი წაიყვანონ. ამავდროულად, ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა სატვირთო მანქანების რიგში ყოფნის დროს.
სატვირთო მანქანებს საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლიათ შემოვიდნენ მხოლოდ ერთი მძღოლით. თუ სატვირთო მანქანაში მეორე ადამიანია, ეს უკანასკნელი მანქანიდან გადმოდის და სატვირთო მანქანა განაგრძობს სვლას.
21: 00-06: 00 საათზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულია კომენდანტის საათი,დ ა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს ეკრძალებათ ავტომანქანის დატოვება. განსაკუთრებით მკაცრი შეზღუდვებია მარნეულის რეგიონში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმია, და აკრძალულია მანქანის დატოვება დღის ნებისმიერ დროს.
ზემოხსენებული პროცედურის დამრღვევი პირები ჯარიმდება 3000 ლარით ან 465,000 დრამით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ.