
საქართველოს პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ სომხეთსა და სომეხ ხალხს ჯანმრთელობა უსურვა და ასევე წარუდგინა არარატ მირზოიანთან საუბრის დეტალები.
ერევანი, 15 აპრილი – Sputnik. სომხეთი და საქართველო მზად არიან დაეხმარნონ ერთმანეთს კოროვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. პანდემიის თემა სატელეფონო საუბარში განიხილეს ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერებმა არჩილ თალაკვაძემ და არარატ მირზოიანმა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
პარლამენტის სპიკერებმა განიხილეს მთავარი მოვლენები და საჭიროებები, კორონავირუსის ინფექციის პროფილაქტიკასთან დაკავშირებით. ასევე წამოჭრილ იქნა ეკონომიკის გამოწვევები, რომლებიც წარმოიშვა სომხეთში პანდემიასთან დაკავშირებით.
თალაკვაძემ წარმოადგინა ქართული მხარის მიერ განხორციელებული აქტივობები ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლაში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ერთმანეთის მხარდასაჭერად. თალაკვაძემ უსურვა სომხეთს და სომეხ ხალხს ჯანმრთელობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ უკვე დამყარდა მჭიდრო თანამშრომლობა თბილისსა და ერევანს შორის. მაღალი და სანდო ურთიერთობების წყალობით, სომხეთმა მოახერხა რიგი საკითხების მოგვარება, რომელთა შორის – დახურული საზღვრების პირობებში თანამემამულეების დაბრუნებაა სამშობლოში საქართველოს გავლით.
15 აპრილის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსის ახალი ტიპის ინფექციით SARS-CoV-2 ინფიცირებულთა რიცხვი 1111-მდე გაიზარდა, საქართველოში – 306. ორივე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა.