მთავარისაზოგადოება

სომეხი ბიზნესმენი რძეს უფასოდ აწვდის იამალის შეჭირვებულ ოჯახებს

იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგისდედაქალაქ სალეხარდში დაიწყო კორონავირუსთან დაკავშირებული  აქცია   შეჭირვერბული  ოჯახებისათვის რძის უფასოდ განაწილების შესახებ.

როგორც „რუსარმინფო“ წერს, აქცია ხორციელდება სალეხარდის მერთადერთი რძის საწარმოს მიერ, რომელსაც ეკუთვნის სომეხი წარმოშობის ბიზნესმენს  არტურ ვარდანიანს.

„ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ და მხარი დავუჭიროთ ქალაქის მაცხოვრებლებს, რომლებსაც დღეს დახმარება სჭირდებათ. ჩვენი რძე აბსოლუტურად ბუნებრივია, შენახვის ვადაა 72 საათი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ მათ, ვინც ამას საჭოროებს და რძესთან ერთად გადავცემთ სიცოცხლისათვის აუცილებელ სხვა პროდუქტებსაც”,- თქვა არტურ ვარდანიანმა.

მანამდე RUSARMINFO- ს ცნობით, ოდესის საცხობი საანქროს მეპატრონე ვარგამ ასლანიანი პურს ურიგებდა შეჭირვებულ ოჯახებს.

ნახეთ მეტი
Back to top button