ეკონომიკამთავარი

ევროკავშირი 92 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს სომხეთს

ევროკავშირი 92 მილიონი  ევროთი  დაეხმარება სომხეთს კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში.

ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვაროს სიმონიანმა განაცხადა 15 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ევროკავშირთან მუსაობას აწარმოებს  ვიცეპრემიერ მჯერ გრიგორიანის ოფისი.

„ამ ეტაპზე, ევროკავშირი 92 მილიონ ევროს დახმარებას გაუწევს სომხეთის რესპუბლიკას. ეს მხარდაჭერა მიმართული იქნება მთელ რიგ სფეროებში, კერძოდ ჯანდაცვის სისტემის, კრიზისის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის და მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით“, – თქვა სიმონიანმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მხარდაჭერის  ოდენობა ჯერჯერობით განიხილება და ის შეიძლება გაიზარდოს.

ნახეთ მეტი
Back to top button