შედგა სატელეფონო საუბარი სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის.
სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ისაუბრეს ორ ქვეყანაში კოროვირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ განხორციელებული პროფილაქტიკური ზომების მიღებისა და ეპიდემიის შედეგების აღმოფხვრისადმი მიმართული საქმიანობის შესახებ.
როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან იუწყებიან, მხარეებმა განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და მუდმივი კონტაქტების არსებობა განსაკუთრებით აუცილებელია შექმნილ სიტუაციაში, რათა წარმატებით იქნას ორგანიზებული პანდემიის წიააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებანი. სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადალახული იქნება შექმნილი დაბრკოლებანი და მისი შედეგები. შემდეგში ორი ქვეყნის მთელს პოტენციალს მიმართავენ პანდემიის მიერ გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური შედეგების დასაძლევად. შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებით საყურადღებო საკითხს წარმოადგენს საკვების უსაფრთხოების საკითხი. საუბრისას პრეზიდენტებმა განიხილეს თანამედროვე გლობალურ სამყაროში და რეგიონში სასურსათო