მთავარისაზოგადოება
სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 48 ახალი შემთხვევა დადასტურდა
16 აპრილის 11:00 საათის მდგომარეობით, სომხეთში აღინიშნა კორონავირუსული ინფექციის 48 ახალი შემთხვევა. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის 1111 შემთხვევა აღირიცხა.
მთლიანობაში, 15 აპრილისათვის გვაქვს კორონავირუსის 1159 დადასტურებული შემთხვევა.
უარყოფითი შედეგი დაფიქსირდა 9632 ტესტზე (ბოლო დღეს 537). ფაქტობრივად, ამ დროისთვის 783 ადამიანი მკურნალობს (ბოლო დღეს 14-ით შემცირდა).
ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 358 ადამიანი (ბოლო დღეს 61 ადამიანი), გარდაიცვალა 18 პაციენტი.