საზოგადოება

სომხეთში სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს შეეძლებათ რელიგიურ დღესასწაულებში ისარგებლონ შვებულებით

სომხეთში ეროვნულ  და რელიგიურ უმცირესობებს  საშუალება ექნებათ თავი გაითავისუფლონ სამსახურიდან რელიგიური დღესასწაულის დღეებში. წერს „სპუტნიკი არმენია“.

შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების პროექტი წარადგინა  დეპუატატმა იეზიდური თემიდან რუსტამ  ბაკოიანი.

კანონპროექტის თანახმად, ეროვნული თემების წარმომადგენლებს შეეძლებათ სამგლოვიარო  თარიღების აღნიშვნა წელიწადში ოთხჯერ.

უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთში 11 ეროვნული საზოგადოება ცხოვრობს, რომლებიც აღნიშნავენ არა მხოლოდ დღესასწაულებს,   არამედ სამგლოვიარო  თარიღებსაც (მაგალითად, 19 მაისს ბერძნები აღნიშნავენ გენოციდის წლისთავს,  აისორები  7 აგვისტოს,  ებრაელები –  27 იანვარს   ჰოლოკოსტს).

კანონპროექტი ასევე ეხება ტრადიციულ რელიგიურ საზოგადოებებს: მაგალითად, სომეხ კათოლიკებს (ფრანკებს),  რომლებსაც  შეეძლებათ  შობის დღესასწაულის ძველი სტილით 25 დეკემბერს აღნიშვნა.

ნახეთ მეტი
Back to top button