საზოგადოება

თბილისის ყველა სასაფლაო ხვალიდან შესაძლოა, ათი დღით დაიკეტოს

,,პირველი არხის” ინფორმაციით, თბილისის 56-ვე მუნიციპალური სასაფლაო ხვალიდან შესაძლოა, ათი დღით დაიკეტოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის მერიაში განუცხადეს.

მათივე ცნობით, შესაძ₾ოა, დედაქალაქის მერიამ შესაბამის სამსახურებთან ერთად, სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობა ჩაკეტოს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასაფლაოებზე შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში წესდება, რომლის მიზანიც სააღდგომო დღეებში და მომდევნო პერიოდში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია,  „კოვიდ 19“-ის შემთხვევის ზრდის თავიდან აცილებაა.

ნახეთ მეტი
Back to top button