მთავარისაზოგადოება

კორონავირუსით დაინფიცირებული დედა და ორითვის ბავშვი გამოჯანმრთელდნენ

კორონავირუსით დაინფიცირებული დედა და ორი თვის ბავშვი უკვე საავადმყოფოდან გაეწერნენ.
ერევანი, 16 აპრილი – Sputnik. კორონავირუსით დაავადებული დედა და ორი თვის ბავშვი გამოჯანმრთელდნენ.
Sputnik სომხეთის ცნობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული დედა და ბავშვი მკურნალობას იღებდნენ წმინდა გრიგორ განმანათლებლის სამედიცინო ცენტრში.
ჩვენი გამოკითხვის საპასუხოდ, სამედიცინო ცენტრმა დაადასტურა სიახლე, რომ დედა და ბავშვი უკვე გაწერეს.
შეგახსენებთ, რომ 27 მარტს, სრ ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა ფეისბუქზე გამოაცხადა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდათ 2 თვის ბავშვსა და დედას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბავშვს არანაირი სიმპტომი არ აქვს, დედას კი ორი დღის განმავლობაში სიცხე ჰქონდა.
ამ დროისთვის, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1159-ს შეადგენს.

ნახეთ მეტი
Back to top button