საერთაშორისო
კორონავირუსული ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

კორონავირუსი დაუდასტურდა ახალგაზრდა მამაკაცს სოფელ ახალდაბაში. სავარაუდოდ მამაკაცს შეხება ჰქონდა ინფიცირებულთან. ის რამდენიმე დღის წინ მშობლებთან ერთად თბილისიდან დაბრუნდა. იგი მოგვიანებით ბაკურიანში მდებარე საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს „რუსთავი2“.
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალიშვილმა თქვა, რომ ინფიცირებული ადამიანის ოჯახის წევრები იზოლირებულები არიან. კიდევ ექვსი ადამიანი, ვინც მასთან კონტაქტი იყო, კარანტინშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის საქართველოში„მწვანე ზონად“ რჩება კახეთის რეგიონი, სადაც კორონავირუსის შემთხვევა არ აღრიცხულა.