საერთაშორისო

პუტინმა გადადო გამარჯვების აღლუმი

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორონავირუსით გამოწვეული რისკები  9 მაისის დღესასწაულისთვის მომზადების დასაწყების საშუალებას არ გვაძლევს.
ერევანი – Sputnik რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადადო გამარჯვების დღის აღნიშვნა. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 9 მაისის აღლუმი არ ჩატარდება.
”ეპიდემიასთან დაკავშირებული რისკები, რომლის პიკი ჯერ კიდევ არ გადალახულა, ძალიან მაღალია. და ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ ახლავე დავიწყოთ აღლუმისა და სხვა მასობრივი ღონისძიებებისთვის მზადება”,- აღნიშნა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, “უკვდავი პოლკის” მარშიც გადაიდება, იგი მოგვიანებით, 2020 წლის განმავლობაში გაიმართება.
ამასთან, პრეზიდენტმა უკვდავების პოლკის მონაწილეებს მიმართა. ”მე ვიზიარებ თქვენს გრძნობებს, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ვეტერანებმა იგრძნონ ჩვენი ზრუნვა მათ მიმართ”.

ნახეთ მეტი
Back to top button