მთავარისაზოგადოება

სამშობლოში დაბრუნებულები მიიღებენ საბაჟო შეღავათებს

არმენპრესი. სრ ეროვნულმა ასამბლეამ მეორე მოსმენით და სრულად მიიღო ფრაქცია „ჩემი ნაბიჯი“-ს დეპუტატ სისაკ გაბრიელიანის ავტორობით კანონპროექტი, რომლითაც შეთავაზებულია სამშობლოში დაბრუნებულთათვის მიჭებული საბაჟო შეღავათების მასშტაბების გაფართოება, პროცედურების გამარტივება. “არმენპრესი”-ს ცნობით, “საბაჟო რეგულაციების შესახებ” კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტის სხდომაზე მიიღეს ერთხმად, 107 ხმით.

მოქმედი რეგლულაციის თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობდნენ სომხეთის რესპუბლიკაში, შეუძლიათ ისარგებლონ საბაჟო შეღავათებით, თუ ისინი მუდმივად არ ცხოვრობდნენ სომხეთის რესპუბლიკაში წელიწადში 183 დღე, 5 წლის განმავლობაში. ამასთან, მოქმედი კანონით შემოტანილი ქონებისა და მანქანისთვის ეს პრივილეგია ენიჭება ექსკლუზიურად იმ სამშობლოში დაბრუნებულებს, რომელთაც არ აქვთ სომხეთის მოქალაქეობა ან არ არიან რეგისტრირებული სომხეთში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაშინაც კი, თუ მოქალაქე 10 წლის განმავლობაში არ იმყოფებოდა სომხეთში, მაგრამ აქ დარეგისტრირებულია, მას არ შეუძლია გამოიყენოს ეს პრივილეგია.

პროექტით გათვალისწინებულია, რომ თუ სისტემის მეშვეობით უფლებამოსილი ორგანო, პასპორტისა და სავიზო განყოფილება შეამოწმებს, რომ პირი 5 წლის განმავლობაში, ე.ი. 1815 დღიდან 915 დღე მუდმივად იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გარეთ, და მიმართა აღნიშნულ ორგანოს, როგორც მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებულმა, მიიღებს სერთიფიკატს, რომ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ ის შეძლებს 18 თვის განმავლობაში მასთან პირადი ნივთის  და აღნიშნული პირის სახელზე ერთი სატრანსპორტო საშუალების შემოტანას, თუ ავტომანქანა აღნიშნულ ქვეყანაში მისი საკუთრება იყო მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროექტით გათვალისწინებულია, რომ მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა სომხეთის პასპორტი და აქვს თუ არა მას რეგისტრაცია სომხეთში, თუ პირი 5 წლის განმავლობაში 1825 დღიდან რეალურად არ იმყოფებოდა სომხეთში მინიმუმ 915 დღის განმავლობაში, მას ეძლევა მოწმობა, რომ მას აქ მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს.

ნახეთ მეტი
Back to top button