მთავარისაზოგადოება

ჩინეთიდან სომხეთში ჩამოიტანეს კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებების ახალი პარტია. ვიდეო

ტიგრან ავინიანმა მადლობა გადაუხადა ამ პროცესში ჩართულ ყველა დეპარტამენტს, ისევე როგორც ჩინეთის მთავრობას, ფრენის განხორციელების მხარდაჭერისთვის.
ერევანი, 16 აპრილი – Sputnik. სრ კომენდანტი ტიგრან ავინიანი აცხადებს, რომ 15 აპრილს, მეორე სპეციალური რეისით ჩინეთიდან სომხეთში ჩამოიტანეს ახალი ტიპის კოროვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო სამედიცინო აღჭურვილობისა და საჭიროებების რიგითი პარტია.

”სომხეთში ჩამოტანილ იქნა 87000-ზე მეტი დამცავი სამედიცინო ტანსაცმელი, 24000 სამედიცინო ნიღაბი, 20000 KN95 დამცავი ნიღაბი, 101 ტელე თერმომეტრი, სამედიცინო ინსტრუმენტები, ბიოქიმიური ნედლეული კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტების დასამზადებლად”, – წერს ავინიანი.

მისი თქმით, პარტიების უმეტესობა შეძენილ იქნა გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის (WFP) მიერ, ედუარდო ერნეკიანის კომპანიების, ფონდის ,,ჩემი ნაბიჯის“ და სხვა დონორების მიერ დაფინანსებული სახსრებით.

თვითმფრინავით ასევე ჩამოტანილ იქნა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სახსრების ხარჯზე შეძენილი,  ასევე ჩინელი ქველმოქმედების მიერ ნაჩუქარი სამედიცინო მასალები და აღჭურვილობა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა სომხეთს კორონაირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარება პირველად 8 აპრილს  გამოუგზავნა. ჩინეთიდან სომხეთში ჩამოიტანეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 120  მოწყობილობა, 2 ჟანგბადის მომარაგების სადგური, 60000 ტესტი, 60000 სამედიცინო ნიღაბი, 280000 დამცავი ნიღაბი, 20000 დამცავი სათვალე, 100000 დამცავი ტანსაცმელი, ასევე მედიკამენტები.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში შეერთებულმა შტატებმა სომხეთს დახმარების სახით 2000 ტესტი მიაწოდა, ხოლო რუსეთმა – მოძრავი დიაგნოსტიკური სადგური.

ნახეთ მეტი
Back to top button