
ორ კვირაში ჩატარდება უპრეცედენტო პან-სომხური ონლაინ ინტერაქტიული საქველმოქმედო კონცერტი VR ტექნოლოგიების გამოყენებით. 40 ცნობილი და პოპულარული სომეხი არტისტი მიიღებს მონაწილეობას საქველმოქმედო ფონდის “TOVMASYAN” მიერ ორგანიზებულ კონცერტში, რომელიც მსოფლიოში პირველია.
ამავე დროს, ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა ერევნიდან და ლოს-ანჯელესიდან. ორგანიზატორებმა საკონცერტო პროექტის თიზერი გამოუშვეს სამ ენაზე.
კონცერტიდან მიღებული ყველა შემოსავალი გადაე რიცხება სომხეთში covid1 9-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის ფონდში სასუნთქი აპარატებისა და შესაბამისი მედიკამენტების შესაძენად.