ეს სომხები უბრალოდ კოსმოსი არიან: ხუთეული, ვინც დაიპყრო სამყარო

12 აპრილს აღინიშნება კოსმონავტიკის და ადამიანის კოსმოსში გაფრენის საერთაშორისო დღე. 1961 წლის ამ დღეს საბჭოთა კოსმონავტმა იური გაგარინმა კაცობრიობის ისტორიაში პირველად განახორციელა ორბიტალური ფრენა დედამიწის გარშემო.
RUSARMINFO წარმოადგენს სომხური წარმოშობის ხუთ მეცნიერსა და ასტრონავტს, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ კოსმოსის ათვისების სფეროში.
ანდრონიკ იოსიფიანი

ანდრონიკ იოსიფიანს უწოდებდნენ ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და გაბედულ მეცნიერს, რომელმაც მოახერხა საბჭოთა კავშირის ტექნოლოგიური პროგრესის უზრუნველყოფა. აკადემიკოსის, რომელიც ხელმძღვანელობდა ელექტრომექანიკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს (ВНИИЭМ), მთავარი მიღწევა იყო სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკის, კერძოდ, ხომალდების, თანამგზავრებისა და კოსმოსური ხომალდების ელექტრომექანიკური მოწყობილობების შექმნაში მონაწილეობა. XX საუკუნის შუა ხანებში, სომეხი მეცნიერის ხელმძღვანელობით, შეიქმნა და ამოქმედდა თანამგზავრი ,,ომეგა“, მოგვიანებით იოსფიანი გახდა თანამგზავრ ,,მეტეორის“ მთავარი კონსტრუქტორი.
ჯეიმს ფილიპ ბაგიანი

1989 წლის მარტში, სომხური წარმოშობის ამერიკელმა ასტრონავტმა, ჯეიმს ფილიპ ბაგიანმა, როგორც სამედიცინო და ბიოლოგიურ კვლევების სპეციალისტმა, პროგრამის ,,სპეის შატლ“ ფარგლებში კოსმოსური ფრენა განახორციელა ხომალდით ,,დისკოვერი“. ასე რომ, ბაგიანი გახდა პირველი ექიმი, რომელიც მკურნალობდა თავის კოლეგებს იმ დაავადებებისგან, რომელიც დაკავშირებულია უწონობასთან. გარდა ამისა, კოსმონავტმა მრავალი კვლევა ჩაატარა კოსმოსურ სივრცეში. ბაგიანის მეორე ფრენა შედგა 1991 წელს კოსმოსურ ხომალდზე ,,კოლუმბია“. აშშ-ს საჰაერო ძალების პოლკოვნიკ ბაგიანს აქვს მრავალი ჯილდო და პრიზი.
ერვანდ თერზიანი

2018 წელს ნიუ-იორკის ტიშის სკოლის დამსახურებულ პროფესორს, ასტრონომ ერვანდ თერზიანს აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული მართვის (NASA) მიერ მიენიჭა მედალი ,,მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის“. თერზიანი მუშაობდა ნასას რვა კომიტეტში, ასწავლიდა ასტრონომიას აშშ კოლეჯებში. იგი ცნობილია ინტერგალაქტიური სივრცეების გამოკვლევებით და მათში უხილავი ნივთიერების აღმოჩენით. ასტრონომს მიენიჭა NASA- ს მედალი „მთელი ცხოვრების განმავლობაში მიღწეული წარმატებებისთვის“ და სომხეთის უმაღლესი ოქროს მედალი სამეცნიერო მიღწევებისთვის.
ალექსანდრე ქემურჯიანი

პირველი მთვარეზე მავალის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა საბჭოთა ინჟინერ-კონსტრუქტორის ალექსანდრე ქემურჯიანის მონაწილეობის გარეშე. ის იყო თვითმავალი შასის მთავარი კონსტრუქტორი, რომლის საშუალებითაც მთვარეზე მავალს დამოუკიდებლად შეეძლო პლანეტის ზედაპირზე გადაადგილება. პლანეტაზე მავალის შექმნა ქემურჯიანის ცხოვრების მთავარი საქმე გახდა, რომელიც მან წამოიწყო 1960-იანი წლების დასაწყისში. კონსტრუქტორის მუშაობა წარმატებით დასრულდა. მსოფლიოში პირველი ავტომატური ,,მთვარეზე მავალი-1“ მთვარეზე 1970 წლის 17 ნოემბერს იქნა გადატანილი. მოგვიანებით, მთვარეზე დაეშვა ,,მთვარეზე მავალი-2“ და ,,მთვარეზე მავალი-3“. ქემურჯიანის ხელმძღვანელობით დამზადდა აგრეთვე მარსზე მავალებიც, თუმცა მარსის ზედაპირზე მათი მიტანის შემდეგ, მათთან კომუნიკაცია არ დამყარდა. მოგვიანებით, ქემურჯიანის მთვარეზე მავალების საფუძველზე შეიქმნა ,,აპოლონი“-ს პროგრამის ამერიკული მთვარის მანქანა, მარსზე მავალი ,,სოჯონერი“, ჩინური მთვარეზე მავალი ,,იუიტუ“, შემუშავებულ იქნა ნასას პროგრამები Mars Exploration Rover, მარსის სხივური ლაბორატორია Curiosity და სხვ.
ანა ყაზანჩიანი-ლონგობარდო

ამერიკელი სომეხი ანა კაზანჩიანი-ლონგობარდო, რომელმაც თავისი დისერტაცია დაიცვა 1952 წელს, გახდა პირველი ქალი მეცნიერი მართვის სისტემების სფეროში. 1960-იანი წლების დასაწყისში მან დაიწყო მუშაობა ,,ატლასის“ კლასის პენტაგონის ახალი რაკეტებისთვის ბალისტიკური სისტემების ფრენების გაანგარიშებისა და კორექტირების ჯგუფში. ყაზანჩიანის გამოთვლების წყალობით, ნასამ ,,ატლასის“ რაკეტების გამოყენებით შეძლო თანამგზავრების ,,რეინჯერის“, ,,მიდასის“ და ,,მარინერის“ კოსმოსში გაშვება. ასეთი წარმატების შემდეგ, ყაზანჩიან-ლონგობარდოს დაევალა ,,სატურნის“ რაკეტების შემუშავება. სომეხმა ქალმა ჩაუყარა საფუძველი პირველი ამერიკული სატვირთო ხომალდის შექმნას, ასევე პირადად მონაწილეობდა საცდელ ფრენაში.