საერთაშორისო

ახალქალაქში ხელმოწერებს აგროვებენ ენზელ მკოიანისათვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის მიზნით

წინასწარ პატიმრობაში მყოფი სამველ პეტროსიანის  მომხრეები ხელმოწერებს აგროვებენ.  როგორც  Jnews–ი წერს,   მომხრეებს განზრახული აქვთ პეტიციით მიმართონ  პარლამენტის სპიკერს არჩილ თალაკვაძეს ენზელ მკოიანის დეპუტატის მანდატის გაუქმების თაობაზე.

ადრე Jnews–ი წერდა, რომ მოქალაქეთა სხვა ჯგუფი ხელმოწერებს აგროვებს ენზელ მკოიანის ძმის შვილის და ყოფილი დეპუტატის სამველ პეტროსიანის  წინასწარი პატიმრობიდან განთავისუფლებისა შესახებ.

არმენ  მკოიანსა  და სამველ პეტროსიანს ბრალად ედებათ  ხულიგნობა იარაღის გამოყენებით.  სარაიონო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 31 მარტს მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული იქნა წინასწარი პატიმრობა.

ნახეთ მეტი
Back to top button