გამოვლინდა კორონავირუსის ახალი სერიოზული შედეგები

კორონავირუსს შეუძლია მეტად სერიოზული შედეგები გამოიწვიოს იმ ავადმყოფში, ვინც ის მძიმე ფორმაში გადაიტანა. ამის დამადასტურებელია ვერონას უნივერსიტეტის იტალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული გამოკვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში ematology, Transfusion and Cell Therapy. კერძოდ, კორონავირუსის თავს ესხმის სისხლის წითელ უჯრედებს და იწვევს ჰემოგლობინის პრობლემას.
მეცნიერთა აზრით, ეს ნიშნავს, რომ მექანიკური სავენტილაციო მოწყობილობები (IVL) შეიძლება უსარგებლო იყოს კორონავირუსული ინფექციის პნევმონიის მკურნალობის დროს, რადგან ასეთ პაციენტებში ჰემოგლობინის დონე მნიშვნელოვნად მცირდება, ამასთან დაკავშირებით, კლინიკური სურათის შესაფასებლად, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის მქონე პაციენტებთან ჯერ უნდა შემოწმდეს ჰემოგლობინის დონე.
„საჭიროა დაუყოვნებელი გამოკვლევა იმის დასადგენად, როგორ ვითარდება დაავადება და სისხლის გადასხმამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს პაციენტის სიკვდილი“, – წერენ მკვლევარები.
იტალიისა და ესპანეთის ექიმებმა 16 აპრილს განაცხადეს, რომ COVID-19 დაავადებულთა ფეხებზე გამონაყარი შეიძლება იყოს ახალი კოროვირუსული ინფექციის ერთ-ერთი სიმპტომი.