მთავარიპოლიტიკა

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სადავო კანონს მოსამართლეთა “ვეტინგის შესახებ”

პრეზიდენტის აპარატი აცნობებს, რომ კონსტიტუციით მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, რესპუბლიკის პრეზიდენტი ყურადღებით დააკვირდება კანონების კეთილსინდისიერ და მართლზომიერ გამოყენებას.

ერევანი, 20 აპრილი – Sputnik. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ხელი მოაწერა კანონს ,,სომხეთის რესპუბლიკის სასამართლო კოდექსის“ საკონსტიტუციო კანონში დამატების და ცვლილებების შეტანის შესახებ“ და და მათთან დაკავშირებულ 13 კანონს. ინფორმაციას აწვდის სრ პრეზიდენტის პრესსამსახური.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის სადავო კანონი მოსამართლეთა “ვეტინგის შესახებ”.
”დიდად მნიშვნელოვანია რა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ამავე დროს, კანონები უნდა იქნეს გამოყენებული კონსტიტუციით გათვალისწინებული განსაზღვრულობისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვით. კანონების არაკეთილსინდისიერმა გამოყენებამ შეიძლება ძირეულად შეაფერხოს სახელმწიფოსადმი ნდობა”,- აღნიშნულია განცხადებაში.
აღინიშნება, რომ კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რესპუბლიკის პრეზიდენტი ყურადღებით დააკვირდება კანონების კეთილსინდისიერ და მართლზომიერ გამოყენებას.
კანონი ,,სომხეთის რესპუბლიკის სასამართლო კოდექსის“ საკონსტიტუციო კანონში დამატების და ცვლილებების შეტანის შესახებ“ და და მათთან დაკავშირებული 13 კანონი ეროვნული ასამბლეის მიერ რესპუბლიკის პრეზიდენტს ხელმოწერისათვის გადაეცა 2020 წლის 30 მარტს.

მთავრობის მიერ კანონები ინიცირებულ იქნა ანტიკორუფციული ზომების ეფექტურობის გაზრდის დასაბუთებით.
პრეზიდენტი ელოდება, რომ კანონები უპირობოდ იქნება გამოყენებული დიდი პასუხისმგებლობით, სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაში რაიმე სახის ზეწოლის ან ჩარევის გამორიცხვით.
”საკვანძოა ისიც, რომ ,,კორუფციის პრევენციის კომისიის შესახებ“ კანონით განსაზღვრული  სიტუაციური დეკლარაციების წარდგენის მოთხოვნა იყოს საფუძვლიანი და გამოყენებულ იქნას მხოლოდ როგორც განსაკუთრებული ღონისძიება. სიტუაციური დეკლარაციების წარდგენის პირთა წრე უნდა განისაზღვროს გონივრულად, საჭირო ინფორმაციის ოდენობა უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, კერძო და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, პირადი მონაცემების დაცვის კონსტიტუციური მოთხოვნების გათვალისწინებით. მოსალოდნელია ისიც, რომ კანონის განხორციელებისას, კორუფციის პრევენციის კომისიის პრაქტიკა იქნება პროგნოზირებადი, კანონით დადგენილი მკაფიო სტანდარტებისა და პრინციპების შესაბამისად”,- პრეზიდენტის მოსაზრებები წარმოადგინა პრესსამსახურმა.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატმა კანონპროექტთან დაკავშირებით მისი შეშფოთებები, მოსაზრებები და შეკითხვები განიხილა ეროვნული ასამბლეის სახელმწიფო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და იუსტიციის მინისტრთან და მიიღო დამატებითი განმარტებები.


შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თანახმად, კორუფციის პრევენციის კომისია შეამოწმებს მოსამართლეთა ქონებას.
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე მისცა დრო გადადგომისთვის, სანაცვლოდ დაპირდა პენსიას, ყოველთვიური ხელფასისა და დანამატების სახით.

მოგვიანებით, გადაწყდა ქვეყანაში ჩატარებულიყო რეფერენდუმი კონსტიტუციური კრიზისის მოსაგვარებლად, რომელიც 5 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სომხეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, 5 აპრილს დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი ავტომატურად გაუქმდა, ვინაიდან სრ კონსტიტუციის 208-ე მუხლის თანახმად საგანგებო მდგომარეობის დროს რეფერენდუმი არ ტარდება. ხოლო “რეფერენდუმის შესახებ” კანონის მე -12 მუხლში აღნიშნულია, რომ “რეფერენდუმი, რომელიც არ ჩატარებულა საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამო, უნდა ჩატარდეს არა უადრეს 50 დღისა და არა უგვიანეს 65 დღისა სამხედრო ან საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან.”

17 მარტს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ყველა სამუშაო, პროცესი და ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს რეფერენდუმის მომზადებას და ჩატარებას სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ჩერდება ამ პროცესში ყველა მონაწილის მხრივ.

ნახეთ მეტი
Back to top button