საერთაშორისო

სააკაშვილი დაპირებას იძლევა, რომ საქართველოს ფინანსურად დაეხმარება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის დაეხმაროს მთავრობას საგარეო ფინანსური დახმარების მოზიდვაში. ამის შესახებ მან განაცხადა სატელევიზიო „მთავარ არხზე“.

ყოფილი სახელმწიფოს მეთაური თვლის, რომ კოროვირუსული ეპიდემიის გამო, შესაძლოა, საქართველო სიღარიბის და შიმშილის წინაშე აღმოჩნდეს. და ერთადერთი, რაც ქვეყნის ეკონომიკას გადაარჩენს არის საგარეო მხარდაჭერა. ვინაიდან ამჟამინდელი მთავრობა დარწმუნებულია, რომ სააკაშვილს უფლება არ აქვს ჩაერიოს ქვეყნის შიგა პროცესებში. სააკაშვილი მათ სთავაზობს ალტერნატივას, გამოიყენონ მისი გამოცდილება საგარეო მხარდაჭერის მოსაზიდავად. ის  ქვეყნის მოქმედ მთავრობას სთხოვს  ხელისუფლების დროებითი და ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსს.

“გამომიყენეთ უცხოური მხარდაჭერის მისაღებად. მე მზად ვარ მოვიარო ყველა უცხოური დედაქალაქი. ძალიან ბევრს ვიცნობ საერთაშორისო ფინანსურ ორგანზიაციებში, ბოლოს და ბოლოს დონალდ ტრამპი მთელ მსოფლიოში მაქებდა მრავალი წლის განმავლობაში და თავის პირად მეგობრად მაცხადებდა; ბოლოს და ბოლოს ყველას ვიცნობ, ვინც დღევანდელი ევროპის ლიდერები არიან. მე გაძლევთ გარანტიას, რომ თუ 5,5 მილიარდს არ ჩამოვიტან, იმდენ დახმარებას მაინც ჩამოვიტან, რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს”, — განაცხადა სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში

ნახეთ მეტი
Back to top button