მთავარისაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 399-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 399-მდე გაიზარდა, ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge

აქედან გამოჯანმრთელდა 93 ადამიანი, გარდაიცვალა 4 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4782, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 503 პაციენტია.

ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა ერთი თვით, შემდეგ კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 მაისამდე გაგრძელდა.

ნახეთ მეტი
Back to top button