მთავარისაზოგადოება
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 48-ით გაიზარდა
20 აპრილის 11:00 საათის მდგომარეობით, სომხეთში აღინიშნა კორონავირუსით ინფიცირებულთა 48 ახალი შემთხვევა. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
20 აპრილისათვის მთლიანად დაფიქსირდა კორონავირუსის 1 339 შემთხვევა
უარყოფითი შედეგი დაფიქსირდა 13 373 ტესტზე (ბოლო დღეს 693). ფაქტობრივად, ამ დროისთვის მკურნალობს 737 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 580 ადამიანი. გარდაიცვალა 22 პაციენტი.