პოლიტიკა

სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მესამედ ჩააბარა ტესტი კოროვირუსზე

News.am. სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კოროვირუსზე ტესტი მესამედ ჩააბარა. ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა ფეისბუკის პირდაპირ ეთერში.
”ჩემდა საბედნიეროდ  და ზოგიერთების სამწუხაროდ, ამჯერადაც ტესტი უარყოფითი იყო”, – აღნიშნა მან.
ფაშინიანის თქმით, მას გაუკვირდა ზოგიერთი ადამიანის რეაქცია მისი სატელევიზიო გზავნილის არა საეთერო კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
”საბჭოთა აზროვნებაა, როდესაც ფიქრობდნენ, რომ მასწავლებელს არ სძინავს და საპირფარეშოში არ დადის”, – აღნიშნა მან.
ფაშინიანის თქმით, მოხდა ძალიან ცუდი რამ, მაგრამ ეს არ ეხება კადრების შინაარსს, არამედ მათი გამომქვეყნებლების ქმედებას.

ნახეთ მეტი
Back to top button