ეკონომიკამთავარი

2020 წელს სომხეთს ყველაზე წარმატებული ეკონომიკური პერსპექტივა ექნება სამხრეთ კავკასიაში: WB, IMF, ADB

ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურები  თვლიან, რომ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში მოსალოდნელია  ეკონომიკური ზრდის მჩვენებლის დაცემა, ისე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ საქართველოსა და აზერბაიჯანთან შედარებით, წელს სომხეთს უფრო წარმატებული ეკონომიკური პერსპექტივა გააჩნია.

აზიის განვითარების ბანკის აპრილის პროგნოზის თანახმად, სომხეთი წელს დახურავს 2,2 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით, აზერბაიჯანი 0,5 პროცენტით და საქართველო 0 პროცენტით.

მსოფლიო ბანკის პროგნოზი უფრო მოკრძალებულია. 2020 წელს სომხეთს ექნება 1,7% ეკონომიკური ზრდა, საქართველო – 0,1% ზრდა, ხოლო აზერბაიჯანში 0,2% -ით დაეცემა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებები კი  მკაცრია. ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელია სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში – 1,5% სომხეთში,  2, 2% აზერბაიჯანში და 4% საქართველოში.

სომხეთის ეროვნული ასაბლეის დეპუტატის არტაკ მანუკიანის სიტყვებით,

 ეს მონაცემები გვიჩვენებს, თუ  რამდენად ეფექტურია სომხეთის ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა. – საქართველოს ეკონომიკა ბევრად არის დამოკიდებული ტურიზმზე ვიდრე სომხეთის ეკონომიკა. დღევანდელი დღისათვის, ვხედავთ, რომ ტურიზმი ყველაზე დაუცველი სომხეთი გამოირჩევა  გადამამუშავებელი ინდუსტრიის მოწინავე ტემპებით. ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში აქ ძირითადად მახვილი დაესმის ნავთობსა და მის ფასებს.

ნახეთ მეტი
Back to top button