მთავარისაერთაშორისო

დონალდ ტრამპის აჯანჟება – რა შედეგი მოჰყვება მას?

საინფორმაციო პორტალი lragir.am -ი აქვეყნებს პოლიტიკური კომენტატორის ჰაკობ ბადალიანის სტატიას კორონავირუსის ფონზე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, გთავაზობთ ამ სტატიის თარგმანს მთლიანად. როგორც ავტორი წერს : „შეერთებულ შტატებში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო მიტინგში,  რომელიც  გაიმართა კორონავირუსის  გამო დაწესებული  კარანტინის წინააღმდეგ.  ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და საერთოდ მთელ  მსოფლიოში პირველი მიტინგი არ არის ამ თემაზე.  ამ დღეებში მსგავსი ტიპის აქცია ჩატარდა აგრეთვე ბერლინშიც.  პოლიციამ ეს მიტინგი დაშალა, მაგრამ მთავრობამ მხედველობაში მიიღო ადამიანთა სულიერი მდგომარეობა და მოხსნა მკაცრი შეზღუდვები კარანტინის დროს.

შეერთებულ შტატებში კი საქმე სხვაგვარად  დატრიალდა და დონალდ  ტრამპმა საჯაროდ მხარი დაუჭირა  მომიტინგეებს.  როგორც  თავად ტრამპმა არაერთხელ თქვა – შეუძლებელია ეკონომიკის შეჩერება, რადგან მისი შედეგები უფრო მძიმე იქნება ადამიანებისთვის, ვიდრე კორონავირუსისა.

ამ მხრივ, შეერთებულ შტატებში მოვლენები საინტერესოდ ვითარდებიან.  მმართველები არ ეთანხმებიან ტრამპს. მაგალითად, ვაშინგტონის გუბერნატორმა და დემოკრატიული პარტიის წევრმა, ჯეი ინს ინსლიმ თქვა, რომ პრეზიდენტის მომიტინგეების ერთიანობა მეტად საშიში მოვლენაა  და ამან შესაძლებელია   ქვეყნის შიგნით   აჯანყება   გამოიწვიოსო.  

ტრამპი ახდენს აჯანყების პროვოცირებას შეერთებულ შტატებში? შესაძლოა  არა  მარტო შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოშიც. ეს აჯანყებაა კორონავირუსის  კარანტინის წინააღმდეგ. შესაძლებელია საინფორმაციო ზემანიპულაციის გამოცაა, რომ  ადამიანები ჩაკეტილნი არიან  სახლებში.

ეჭვგარეშეა, რომ ადამიანები სახლში არ დარჩებიან და ადრე თუ გვიან გამოვლენ გართ. უეჭველად, მათი  გარეთ გამოსვლის შემდეგ მსოფლიო და თვითონ ადამიანებიც ვერ იქნებიან ისეთი, როგორებიც იყვნენ. შესაბამისად,   კითხვა შემდეგში მდგომარეობას: როგორი იქნებიან გარეთ გამოსვლის შემდეგ? ეს საკითხი  სრულებით არ  გახლავთ მეორეხარისხოვანი.  ეს შეიძლება იყოს დამოკიდებული  მსოფლიოს მომავალ ცხოვრებაზე და მოვლენების განვითარებაზე, მათ შორის საზოგადოებებისა და ელიტების ურთიერთდამოკიდებულებაზე.

ამ თვალთახედვით, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ადამიანები როგორ გამოვლენ სახლიდან. ვიღაც  გააღებს კარს და ეტყვის მათ „უკვე ყველაფერი დასრულდა, შეგიძლიათ გარეთ გამოხვიდეთო“, თუ ადამიანები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას,  გააღებენ კარებს და გამოვლენ გარეთ.   გარეთ გამოსვლის ეს ორი მაგალთი  ნიშნავს ადამიანთა კორონავირუსისშემდგომ  სრულიად განსხვავებულ  ფსიქოლოგიებს, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ ეს არის ადამიანთა მხრივ სრულიად განსხვავებული შეფასება, მიდგომა და დამოკიდებულება ელიტის   მიმართ.

გამოიწვევს თუ არა შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ამ პოსტზე მეორეჯერ არჩევის საკითხზე მომუშავე დონალდ ტრამპი  მსოფლიო აჯანყებას?  ამჟამად როგორც ჩანს, სრული ჰარმონია  სუფევს პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა არჩევის მსურველ დონალდ ტრამპსა და  კარანტინისაგან თავის განთავისუფლების მოსურნე  საერთაშორისო საზოგადოებას შორის. როგორ განვითარდება მოვლენები?  რა შედეგები მოჰყვება ამას“?   

ნახეთ მეტი
Back to top button