საერთაშორისო

მოსალოდნელია საქართველოსთან ავიარეისების განხლება: ლავროვი

რუსეთი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში გადაწყვეტს საქართველოსთან საჰაერო კომუნიკაციის განახლების საკითხს.  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ა. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდის წარმომადგენლებთან გამართული   ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

”სამწუხაროდ, საჰაერო კომუნიკაცია კვლავ გაყინულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას,” – თქვა მან.

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის განიხილოს საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობების  გახსნის შესაძლებლობა, თუკი ასეთ  წინადადებას წამოაყენებს თბილისი.

”ჩვენ მზად ვიქნებით ვართ აღვადგინოთ  დიპლომატიური ურთიერთობები, რადგანაც მისი გაწყვეტის  ინიციატორები ჩვერნ არ ვყოფილვართ.  ალბათ, ჩვენ მოგიწევთ ლოდინი, სანამ ქართველი პარტნიორები ამ საკითხს მიუახლოვდებიან. სავაჭრო წარმომადგენლები ასევე ვარაუდობენ გარკვეული ხელშეკრულებების არსებობას. არა მგონია, რომ ეს რაიმე უპირატესობას მოგვცემს,  მაგრამ თუ შემოგვთავაზებენ, აუცილებლად განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას. ”- თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button