პოლიტიკა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარადგინა მოხსენება: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო ვნებათაღელვაა

2020 წლის 21 აპრილი. ინფოტეკა24. გასულ კვირას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა ქვეყნის პარლამენტს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ გასულ წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო შესაბამისი ზომები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გახმაურებული ისტორიის გარშემო განხორციელებული პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად და ვითარების სტაბილიზაციის მიზნით. ისტორიულ-ხუროთმოძღვრული კომპლექსი ქართველებისთვის სალოცავი ობიექტია.

ეს მართლაც უნიკალური ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს თავისი წარმომავლობის შესახებ აზერბაიჯანის მიერ აგებულ ,,სიძველეების მტკიცებულებების“ ჯაჭვში. მაგრამ, აზერბაიჯანის, როგორც სახელმწიფოს ისტორია მხოლოდ 1918 წლიდან იწყება, რაც ყველა მსოფლიო ისტორიულ დოკუმენტსა და საცნობარო მასალაშია ნახსენები (ავიღოთ, მაგალითად, ავტორიტეტული ენციკლოპედია Britannica). მაგრამ საქმე ამაში  არ არის, არამედ იმაში, რომ სურს რა სასაზღვრო რეგიონში დამკვიდრება, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური უკანონოდ შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და ბაბაკარის მთაზე აღმართა სასაზღვრო გამშვები პუნქტები (იხ. ფოტო), რითაც შექმნა პრეცედენტი შემდგომი დამკვიდრებისთვის ქართულ ტერიტორიაზე, და, შესაბამისად, მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი დავით გარეჯის კომპლექსის მისაკუთრებისთვის.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოხსენების გაყალბებით, ბაქოს ხელისუფლება დაუსაბუთებლად მიუთითებს სომხური მხარის მონაწილეობაზე სასაზღვრო კონფლიქტში,  ადანაშაულებს მას ორგანიზებულ პროვოკაციებში. ბაქო ცინიკურად ცდილობს დააზიანოს ქართულ-სომხური ურთიერთობები, ადანაშაულებს ერევანს თბილისსა, ბაქოსა და ანკარას შორის ორმხრივი ურთიერთობების შეფერხებაში და საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობაში, ცდილობს ყველანაირი შესაძლო გზით, არიოს და  მსოფლიო საზოგადოებისგან შენიღბოს მისი შორსმჭვრეტელი გეგმები საქართველოს ექსპანსიის მიმართულებით, რაშიც დარწმუნება შეიძლება ფაქტების გადამოწმებით, რომელიც მოცემულია   Google Earth სატელიტის რუქაზე.


რუკაზე ნაჩვენებია, თუ რამდენზე შემოიჭრნენ აზერბაიჯანის მესაზღვრეები საქართველოს ტერიტორიაზე.
და შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარადგინა ეს მოხსენება. აზერბაიჯანული დომინირება, მათ შორის დემოგრაფიული, უკვე იზრდება საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში (ქვემო-ქართლი და კახეთი). და ამან ვერ დატოვა გულგრილი ქართული საზოგადოება. დიდი ხნის განმავლობაში ეს მძიმე თემა  დაბრკოლება იქნება ორმხრივ ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გამწვავება.

ნახეთ მეტი
Back to top button