მთავარისაზოგადოება

სახლში დარჩენის შედეგად ქურდობა შემცირდა, ოჯახში ძალადობა არ დათვლილა

საგანგებო და იზოლაციის პირობებში ცხოვრობის პირობებში მრავალ ქვეყანაში ოჯახში ძალადობისა და განქორწინების შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. სომხეთში ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული მსგავსი სტატისტიკა.
ერევანი – Sputnik. სომხეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და სახლში დარჩენის მოთხოვნის პირობებში, სომხეთში ქურდობის რიცხვი 8-ზე მეტჯერ შემცირდა. Sputnik სომხეთის ჟურნალისტების კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა სრ პოლიციის უფროსის მოადგილემ ჰაიკ მჰრიანმა.

„მარტის პერიოდში დარეგისტრირდა 35 ქურდობა, აქედან 12 დედაქალაქში იყო. გასული წლის იმავე პერიოდში 171 შემთხვევა იყო რეგისტრირებული, აქედან 108 ერევანში იყო. შემცირდა 8-ზე მეტჯერ”,- აღნიშნა მან.
ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით განპირობებული ადამიანების ქცევის ცვლილებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შედეგად ოჯახში ძალადობის, პირებს შორის ანგარიშსწორებების შემთხვევების რაოდენობის ზრდის შესახებ კითხვაზე პოლიციის უფროსის მოადგილემ მკაფიო პასუხი არ გასცა.

”მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებიოთ საგანგებოს ვერაფერს გეტყვით”, – აღნიშნა მან.
საგანგებო მდგომარეობის ორი თვის, მარტ-აპრილის დანაშაულების სრულ სტატისტიკურ მონაცემებს, პოლიციელმა პირობა დადო, რომ გამოაქვეყნებს მათი შეჯამების შემდეგ.
უნდა აღინიშნოს, რომ საგანგებო და იზოლაციის პირობებში მცხოვრები მრავალი ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს ოჯახში ძალადობის  და განქორწინების ზრდას არსებულ ვითარებაში. სომხეთის არც ერთი სახელმწიფო ორგანოს მიერ ასეთი სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 16 მარტიდან 14 აპრილამდე, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
13 აპრილს მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გაგრძელების შესახებ, 2020 წლის 14 მაისის 17:00 საათამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button