პოლიტიკა

უკრაინელმა სომხებმა თქვეს, თუ როგორ აღნიშნავენ ისინი სომეხთა გენოციდის 105 წლისთავს

News.am. უკრაინელმა სომხებმა განაცხადეს, თუ როგორ აღნიშნავენ ისინი სომეხთა გენოციდის 105 წლისთავს, ინფორმაციას ავრცელებს AnalitikaUA.net, უკრაინის სომეხთა კავშირის აღმასრულებელ დირექტორ ჰოვაკიმ ჰარუთიუნიანზე დაყრდნობით.
მისი თქმით, პროგრამები ინტერნეტ სივრცეში და მედიაში გადადის. ბანერები, ბილბორდები, CD და სხვა ინფორმაცია სომეხთა გენოციდის შესახებ განთავსდება ქალაქის ბევრ ქუჩაზე.
ძეგლების  ყვავილებით შემკობის ტრადიციული ცერემონია ჩატარდება ყველა საკარანტინო წესის დაცვით.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერდიანსკის სომეხთა კავშირმა დაამონტაჟა ხაჩქარი (ქვის ჯვარი).
ცნობილია, რომ 2015 წლიდან უკრაინის სომეხთა კავშირის ინიციატივით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 20 – ზე მეტი ხაჩქარი იქნა გახსნილი.
შეგახსენებთ, რომ სოციალური ვიდეო «Дякуємо за шанс розквітнути знову. Вірмени» (“გმადლობთ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცით აღორძინების შესაძლებლობა, სომეხები “) გასულ წელს 30-ზე მეტ უკრაინულ ტელეარხზე გავრცელდა.

ნახეთ მეტი
Back to top button